899ლ
TSAMY უსასრულობა
შეიგრძენი სრულყოფილება თითოეულ შეხებაში.
INFINITE
უსასრულობა
INFINITE
INFINITE
უსასრულობა
INFINITE
წარმოგიდგენთ TSAMY GEORGIA-ს უახლეს მოდელს — TSAMY უსასრულობა
პრემიუმ კლასის ავტომატურ-მექანიკურ საათს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიას, უმაღლესი ხარისხის, მასალებსა და ბრენდისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ დიზაინს. საათი დამზადებულია იაპონიაში, ქართული დიზაინით სპეციალურად TSAMY GEORGIA-სთვის
მექანიზმი — NH35A
საათი აღჭურვილია იაპონური წარმოების NH35A ავტომატურ-მექანიკური მექანიზმით,რომელიც დამზადებულია (SEIKO)-ს შვილობილი კომპანიის, TMI (Time Module Inc.)-ის მიერ. მექანიზმი გამორჩეულია მისი საიმედოობით, სიზუსტით დაგამძლეობით.
მახასიათებლები:- 24 ძვირფასი ქვა
- ±10~30 წთ/თვეში სიზუსტე
- Power Reserve: ~41 საათი
- 21,600 BPH (beat per hour)— გლუვი, მდორე მოძრაობის ისრები
- ჰაკინგფუნქცია (წინა ისრის გაჩერება ზუსტი დაყენებისთვის)
- ხელით დაქოქვის ფუნქცია
- გამორჩეული სტაბილურობა და სერვისის ხელმისაწვდომობა გლობალურად
- NH35A ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პოპულარულ ავტომატურ მექანიზმად.

შუშა — წინა და უკანა საფირონის კრისტალი.
საათს აქვს ორმაგი საფირონის შუშა — როგორც წინა, ისე უკანა მხარეს.საფირონი (Synthetic Sapphire) არის ალმასის შემდეგ მეორე ყველაზე მყარი გამჭვირვალე მასალა ალმასი (9/10 on the Mohs-ის სკალაზე),რაც ნიშნავს მაქსიმალურ დაცვას ნაკაწრებისგან ყოველდღიურ ტარებაში.
მახასიათებლები:- უკაწრავი, კრისტალურად სუფთა ზედაპირი.
- მაღალი სინათლის გამტარიანობა
- უკანა საფირონი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, დააკვირდეს მექანიზმის სისუფთავესა და მუშაობას.

მეტალი — 316L უჟანგავი ფოლადი
საათის კორპუსი და სამაჯური დამზადებულია 316L-კლასის ქირურგიული ფოლადისგან.,კონკრეტული ფოლადი გამოირჩევა:
- ანტიალერგიულობით (გამოიყენებასამედიცინო დანადგარებში).
- კოროზიისა და ჟანგის წინააღმდეგობით.
- მდგრადობით ყოველდღიური ცვეთის მიმართ.
- იდეალურად გლუვი პოლირებით, რომელიცდროთა განმავლობაში არ კარგავს ბზინვარებას.
წყალგაუმტარობა
10 ATM(100 მეტრი სიღრმე) საათი სერტიფიცირებულია 10ATM წყალგაუმტარობის სტანდარტით, არ დაზიანდება:
- ხელის დაბანისას.
- წვიმის პირობებში.
- წყლის ზედაპირზე ცურვისას(აუზში ან მტკნარ წყალში).
- წყლის შხეფებისა და წყალში ჩავარდნის შემთხვევაში

გარანტია
18 თვე სრული მხარდაჭერა. TSAMY გაძლევთ 18 თვიან სრულ გარანტიას, რომელიც მოიცავს მექანიზმთან და აწყობასთან დაკავშირებულ ყველა ტექნიკურ პრობლემას. ჩვენ გვჯერა ჩვენი პროდუქციის ხარისხის და მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ ნებისმიერი ქარხნული ხარვეზის შემთხვევაში.
დეტალები სინათლეზე რეაგირებადი ისრები ციფერბლატზე
სინათლეზე რეაგირებადი ისრები ციფერბლატზე ინტეგრირებულია ფოსფორის ბაზირებული ნათება (Lume), რომელიც შთანთქავს სინათლეს და სიბნელეში მკვეთრად ანათებს. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს კომფორტულ წაკითხვას დაბალი განათების პირობებშიც. კონკრეტული ოფცია გეხმარება:
- გაუმჯობესებული ხილვადობა ღამით — მარტივად წასაკითხია დრო სიბნელეში, გარე განათების გარეშე.
- ენერგო დამოუკიდებელი ნათება — საჭირო არ არისბათარეა ან დატენვა, ის იტენება ბუნებრივი ან ხელოვნური შუქით.
- პრემიუმ ესთეტიკა — საათს მატებს ვიზუალურად შთამბეჭდავ, სიბნელეში მანათობელ დეტალს, რაც მას მაღალი კლასის და ფუნქციურ იერს სძენს.
- ხანგრძლივი განათება — Lume დატენვის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ინარჩუნებს სიკაშკაშეს.
შეფუთვა
პრემიუმ კლასი საათი მოწოდებულიაTSAMY-სთვის სპეციალურად დამზადებულ ელეგანტურ ყუთში, რომელიც დამზადებულია წითელი ხის(Mahogany — მაჰოგანის) ჯიშისგან, ეს ხე გამოირჩევა მდგრადობით, ფერითა დატექსტურით. ყუთი წარმოადგენს ბრენდის ფასეულობების გამოხატულებას — პრესტიჟი, დახვეწილობა და დროისადმი პატივისცემა.
ყოველი დეტალით, ყუთი ასახავს TSAMY-ის ძირითად ღირებულებებს: პრესტიჟს, დახვეწილობას და მარადიულ პატივისცემას.

დიზაინი — ბრენდის ხელწერა.
საათის დიზაინი შექმნილია მთლიანად TSAMY GEORGIA-ს მიერ, რაც მას უნიკალურ იდენტობას ანიჭებს. ყოველი დეტალი გამოხატავს თანამედროვე ქართული ხედვისა და საერთაშორისო ხარისხის ჰარმონიას.